ნამახვანჰესი

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ნამახვანჰესის მეორე აქტივისტსაც პატიმრობა შეეფარდა

ნამახვანჰესი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აქტივისტი 10 ივნისს დააკავეს. უწყება მას პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანსაც  პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის 29 მაისს დააკავეს. 

შსს-ს განცხადებით, მისი დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

დღეს, 12 ივნისს, ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესი დაიწყო.  ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი ატარებს. 

კომენტარები