ტერორიზმი

საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-კაიდას ლიდერი მოკლეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენს პარლის მიხედვით, საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა, აფრიკაში, საჰელის რეგიონში ალ-კაიდას ლიდერი მოკლეს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა თავის მიმართვაში თქვა, რომ 5 ივნისს, სპეციალური ოპერაციის შედეგად, ალ-კაიდას 3 წევრთან ერთად, ასევე მოკლეს ტერორისტი ბაიე ბაკაბო, რომელიც, მინისტრის თქმით, პასუხისმგებელია 2013 წელს ორი ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობაში.

რადიოჟურნალისტები კლოდ ვერლონი და გისლეინ დუპონი 2013 წელს გაიტაცეს და დახვრიტეს, მას შემდეგ, რაც მათ ჩრდილოეთ მალიში სეპარატისტული დაჯგუფების წევრთან ინტერვიუ ჩაწერეს. ინციდენტი მოხდა 6 თვის შემდეგ, რაც საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-კაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფებს ჩრდილოეთ მალის ქალაქებიდან დაახევინეს.
 

კომენტარები