თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე

თანასწორობის მოძრაობა: თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

Equality Movement

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, 4 ივნისს, ღამის საათებში, თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პიროვნებამ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მათივე ინფორმაციით, მოძალადემ ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა.

ორგანიზაციის ცნობითვე, თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს. 

თანასწორობის მოძრაობა იმ დღესვე ჩაერთო საქმეში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი.

კომენტარები