ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი: ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო

მძიმე ბრალდება ძალიან დასაზუსტებელი ტერმინია. თუ ლაპარაკი არის აქ კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ. 

მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც საკუთარი შვილი არასოდეს არ დაუსჯია, აქეთ მხარეს - ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი. 

აქ ლაპარაკი არის 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს დღემდე ოჯახებშიც კი ხდება. ეს არის გადაცდომა, მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ, ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო.

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

კომენტარები