ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

კობახიძე: ხელისუფლების და საპატრიარქოს შეთქმულება მიმდინარეობს ბავშვების წინააღმდეგ

ხელისუფლების და საპატრიარქოს შეთქმულება მიმდინარეობს უპატრონო ბავშვებისა და მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს დღემდე არ უშვებენ პანსიონატში. მთავრობა ცდილობს გამოაძვრინოს საპატრიარქო და სახალხო დამცველის მონიტორინგი ჩაანაცვლოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებით და ამაში მას გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაც აქტიურად ეხმარება. აგერ არიანო, სამინისტროს სოცმუშაკებიო, ფსიქოლოგებიო, ყველაფერი კარგადააო, ბავშვებს მხოლოდ კრიტიკული მედია სტრესავსო, თორემ ისე ბედნიერები არიანო, მაშინ როდესაც ყოველ დღე სულ ახალ-ახალ მხილებას ვისმენთ საეკლესიო პანსიონატში გამეფებული ჯალათური სისტემისა. საპატრიარქომ სპეციალური კომისია შექმნა, სადაც თავისი იურისტი ედიშერ ქარჩავა შეიყვანა, რომელმაც ციანიდის სკანდალის დროს თავისი ოდიოზურობით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. თბილისიდან აგზავნიან ვიღაცა მამაოებს, მაგალითად მღვდელ ირაკლი ნემსაძეს, რომელიც აცხადებს გერმანიაში ნამუშევარი ფსიქიატრი ვარო.

მეუფე სპირიდონის ობობის შხამიანი ქსელი მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატს არ მოიცავს, არამედ აჭარაში ხიჭაურის უნივერსიტეტს, საიდანაც მან დღეს ქუჩაში გააგდო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, რომელმაც ბავშვების წამების შესახებ ჩვენება მისცა მედიას. აუცილებელია, რომ საზოგადოება არ წამოეგოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ანკესზე და კატეგორიულად მოითხოვოს სახალხო დამცველის ჯგუფის შეშვება პანსიონატში, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს სახელისუფლებო ჩინოვნიკები და საპატრიარქოს „ფსიქიატრი“ მამაოები საერთო შავ საქმეს აკეთებენ უპატრონო ბავშვების წინააღმდეგ

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე facebook-ზე

კომენტარები