20 ივნისი

მდინარაძე: 20 ივნისს 1 წუთი არ მოვშორებივარ გახარიას, ტყუილია, რომ პარლამენტში ვერავინ ნახა

ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა. ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. მე დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი. დღეს მე სადაც ვზივარ, იმ ოთახის თავზე იყო ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის კაბინეტი, საიდანაც გიორგი გახარია უყურებდა სიტუაციას. ის ოთახი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მაშინ პარლამენტში ვერავინ ნახა, რამდენად გულწრფელია ის, მარტივი განსასჯელია. ეს არის პირდაპირ გამიზნული ტყუილი, პარლამენტის და პარლამენტარების დისკრედიტაციისთვის

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, იმედის ეთერში. 

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ 20 ივნისის დღეს ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტშიც არ იყო და იმალებოდნენ. 

კომენტარები