საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: გასამდა! ერქომაიშვილი, დოჩანაშვილი, გაბრიაძე… კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქართველი მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა. 

"გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე... ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა - მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!" – წერს პრეზიდენტი.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ის ავტორია 35-ზე მეტი ფილმისა, რომელთა შორისაა: არაჩვეულებრივი გამოფენა (ქართული ფილმი 1968), სერენადა (ქართული ფილმი 1968), არ დაიდარდო (მოსფილმი 1969), ქვევრი (ქართული ფილმი 1970), ფეოლა (ქართული ფილმი 1970), შერეკილები (ქართული ფილმი 1973), მიმინო (მოსფილმი 1977), ქინძაძა (მოსფილმი 1987) და სხვა.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. 

 

კომენტარები