კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100%-იანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44%-იანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ. 4 მაისის მონაცემებით, საქართველოში, მინიმუმ, ერთი დოზით მაინც აცრილია 161 947 ადამიანი. საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გასულ აპრილში 16.6%-ით შემცირების ფონზე გაიზარდა. 

კომენტარები