კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ბუმი არის ანტისხეულების გამოკვლევაზე, ვისაც არ უფიქსირდება, შეუძლია წყნარად იყოს

დიდი ბუმი არის ანტისხეულების გამოკვლევაზე, მაგრამ გადატანილების 30%-მდე შეიძლება ანტისხეულები არ ჰქონდეთ, ეს, სხვათა შორის, აცრილებსაც ეხებათ, როცა ძალიან ხშირად იმოწმებენ ხოლმე და ნახულობენ, რომ არ აქვთ ანტისხეულები, მაგრამ ადამიანის სხეულში არის იმუნური სისტემის მეორე სახესხვაობა, რომელსაც უჯრედული იმუნიტეტი ჰქვია. ეს არის, ტელიმფოციტები ჰქვია, მარტივად რომ ვთქვათ, იმუნური მეხსიერების უჯრედებია, რომლებიც იმახსოვრებენ, რომელ ანტიგენთან ჰქონდა მას საქმე, და ეს მეხსიერებაში რჩება ამ უჯრედებში, თუ მეორეჯერ მოხვდება ანტიგენი სხეულში, ამუშავდება უჯრედული იმუნიტეტის  მექანიზმები, ამიტომ ისინი, ვისაც არ აქვთ ანტისხეულები, შეუძლიათ იყვნენ წყნარად, ადამიანების ამ ნაწილს უჯრედულ იმუნიტეტში ეს მეხსიერებაში ინახება და მეორეჯერ მოხვედრის შემთხვევაში სხვა მექანიზმებით იწყებს ბრძოლას

ამის შესახებ პაატა იმნაძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ახალი დღე ისაუბრა

კომენტარები