მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი
კორონავირუსი საქართველოში
იმნაძე: მეორე აცრიდან 2 კვირაში შეიძლება უპირბადოდ ყოფნა, თუ გარშემო ყველა აცრილია
tbl.ge/5kgj
დაკოპირდა
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ახალი დღე ისაუბრა
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება