თბილისის მერია

ელექტრომობილების ხელშეწყობისთვის, თბილისში 100 ახალი ელექტროდამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის მიერ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, მომდევნო წლის განმავლობაში, თბილისში 100 ახალი ელექტროდამტენი დამონტაჟდება.

ინიციატივის მიზანი ელექტრომობილების წახალისება და მფლობელების ხელშეწყობაა.

"ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება". – აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები