საქართველოს პარლამენტი

ხვიჩია: ვფიქრობდი, ენმ-ს წევრები წყლის "პისტოლეტებით" ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში

ვფიქრობდი, რომ წყლის "პისტოლეტებით" ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, პოლიტიკურ კუდს მოაბამენ-თქო, ვიფიქრე. ისე, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას

ამბობს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, შეუერთდება თუ არა ნაციონალური მოძრაობა მე-10 მოწვევის პარლამენტს. პარტიის გადაწყვეტილება ხვალ, 30 მაისს გახდება ცნობილი,

კომენტარები