დღეს, 26 მაისს სპორტული მოვლენების ამსახველი რიგით მეშვიდე გამოფენა - სპორტფოტო 2020- იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილია 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.

"აჭარაბეთი, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, სპორტფოტო 2020-ის პარტნიორი გახდა. სპორტფოტ- ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს, სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია" -განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტოს ხელმძღვანელმა - ნინი გუჯაბიძემ.





