ნამახვანჰესი

სუბარი: პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, არც იმას გავიმეორებთ, რაც 2011-ის 26 მაისს მოხდა

ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია. რომ ვერ გააკეთებენ აქციას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი. [...]

არავის მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია, თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება. როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ხდება ნებსით. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა. ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს, მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს. ჩემი მყარი რწმენაა, რომ კარვის გაშლა მანქანების ან მოქალაქეების სავალ ნაწილზე არანაირად არ ჯდება შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში. გზის გადაკეტვის შემთხვევაში, შეიძლება მოვითმინოთ ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ მთლიანობაში ეს არის დაუშვებელი. ამით ისინი დისკომფორტს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს და როცა ასე ძალიან მტრულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ისინი მოახდენენ დედაქალაქის პარალიზებას, მინდა, მეგობრულად ვურჩიო, არც ეცადონ, ვინაიდან არავის მივცემთ ამის უფლებას. თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები და უსასტიკესად სცემეს თითოეული მათგანი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ გაქცევის საშუალება

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, აღლუმის ნაცვლად მათთან მივიდნენ.

კომენტარები