სახმელეთო საზღვრები

იმნაძე: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება

სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება. მაგრამ, ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. გაცილებით უფრო ადვილია კონტროლი საჰაერო საზღვრებზე. იგივე თურქეთში, საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული არა მარტო ბრიტანული შტამი [...] სამხრეთაფრიკული შტამიც არის, ბრაზილიური შტამიც და ინდური შტამიც. სახმელეთო საზღვარი ჯერადობით ზრდის შემომსვლელების რაოდენობას.

მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენ ქვეყანას რაღაცნაირად უნდა მაქსიმალურად შეუწყო ხელი, ძირითად ტურისტულ სეზონზე, რომელიც ახლა იწყება, ყველა ჩვენი ქმედებაც აქეთკენ იყო მიმართული, წარმოიდგინეთ, ამ პერიოდს რომ შევხვედროდით შემოდგომის ბოლო კვირების, ზამთრის მონაცემებით [...] რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა, ხო?! აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება, მოყოლებული ზამთრიდან, გათვლილი იყო იმაზე, რომ პიკი არ ყოფილიყო ძალიან მაღალი, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც, მოგეხსენებათ, არ არის ადვილი გასაკეთებელი და ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ამ დაგეგმილ მაჩვენებლებს მივყვებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ZOOM-ში გამართულ ვებინარზე. საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო ჩაკეტილია.

კომენტარები