ვაქცინაცია

იმნაძე: ასტრაზენეკაზე ასაკის დაწევის საკითხი განიხილება

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ასრტრაზენეკას ვაქცინაზე ასაკის დაწევის საკითხი ისევ განიხილება. ამის შესახებ იმნაძემ ZOOM-ში გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რაც ჩვენთან მოხდა [...] სამწუხაროდ, ასეთი რეალობა დადგა. შესაბამისად, მიღებული იქნა ძალიან ბევრი გადაზღვევის მექანიზმები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იმუნიზაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას". – ამბობს პაატა იმნაძე.

ვაქცინაციის საბჭომ 11 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში დაუშვა.

მანამდე, 8 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდებოდა.

კომენტარები