კორონავირუსი და შეზღუდვები

იმნაძე: იმედია, 2-3 კვირაში, თუ კიდევ სტაბილიზაციას მივაღწევთ, რეგულაციები შემსუბუქდება

[...] მეც ძალიან მინდა, შეზღუდვები რომ მოიხსნას. მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული, გაზაფხულდა და სულ უფრო გაჭირდება პირბადის ტარების წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ, ალბათ ხედავთ კიდეც. ამიტომ ეს ორი, რაც დღეს კიდევ დაგვრჩა – პირბადე და 11 საათიდან მობილობის შეზღუდვა, ესაა ის, რომ არ მისცეს ინფექციას ძალიან გაღვივების საშუალება და რამენაირად კიდევ დავწიოთ ახალი შემთხვევების რიცხვი. დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ კიდევ გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწევთ, შესაძლებელი იქნება რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებისა და კომენდანტის საათის მოხსნაზე

კომენტარები