სკარლეტ იოჰანსონი

MTV-ს დაჯილდოებაზე სკარლეტ იოჰანსონს ქმარმა მწვანე ლორწო გადაასხა

MTV Movie Awards-ის დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული სკარლეტ იოჰანსონი გახდა. მსახიობმა სამადლობელო სიტყვა სახლიდან წარმოთქვა. შავ ქვრივზე ლაპარაკისას იოჰანსონს ქმარმა, კოლინ ჯოსტმა, მოულოდნელად მწვანე ფერის ლორწო(Slime) გადაასხა.

Slime იგივე Gunge ლორწოსებრი სითხეა, რაღაც საშუალო საღებავსა და ჟელეს შორის, რომელსაც სხვადასხვა სათამაშო შოუებსა და სატელევიზიო გადაცემებში იყენებენ. Slime საბავშვო არხ Nickelodeon-თან ასოცირდება, სწორედ ნიკელოდეონზე არის რამდენიმე შოუ, რომელშიც დამარცხებულ სტუმრებს მწვანე ლორწოს თავზე ასხამენ.

ვიდეოში ჯოსტი გაბრაზებული ცოლის კითხვას - "რა ჯანდაბას აკეთებ"?, პასუხობს - "მეგონა, Nickelodeon-ის ჯილდო მიიღე".

კომენტარები