კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 16 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 776 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.43%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 329 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 2.43%-ია, ბოლო 7 დღის 4.79%, 14 დღის კი 5.56%.  

776 ახალი შემთხვევიდან თბილისში 359 დადასტურდა, აჭარაში - 79, იმერეთში - 81, ქვემო ქართლში - 56, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 84, კახეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში -  41, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

13 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 441 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 306 264 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 379 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 15 572 აქტიური შემთხვევაა. 903 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 448 მკურნალობს, აჭარაში - 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 196 პაციენტია, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 15.


21:00-დან 05:00-მდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები