საქართველო-ისრაელი

ისრაელის ელჩი: გვეამაყება ქართული წარმოშობის ყველა ის პირი, ვინც ისრაელის ძალებში მსახურობს

Sali Nasyidashvili/FB

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი, განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენ გვეამაყება საქართველოში დაბადებული და ქართული წარმოშობის ყველა ის ქალი და მამაკაცი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობს".

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. მათი ცნობით, ქალაქ ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი.

" არ გახვიდეთ ქუჩაში. საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომები" - აცხადებს საელჩო.

მათივე ცნობით, 18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

"აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.

თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან;

განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.

გაუფრთხილდით თავს". - წერია საელჩოს განცხადებაში.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

ისრაელის განცხადებით 12 მაისს ჰამასის 16 წევრი მოკლეს. ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ცეცხლს 53 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიმართულებით გაშვებულ ჰამასის რაკეტებს.

კომენტარები