ნიკა მელიას საქმე

ოხანაშვილი მელიაზე: ასე მთავრდება ხოლმე ბაქიბუქი, ამბობდა არ მივიღებ გირაოსო –მიიღო

ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, როდესაც არავის არ მიეცემა უფლება, რომ კანონი დაარღვიოს, თუკი დაარღვევს, კანონის აღსრულება ხდება.

ჩვენ ყველა ვუყურებდით, ბაქიბუქობდა [ნიკა მელია], რომ ვერ დაიჭერდნენ – დააკავეს, ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს წაგლიჯა ხელიდან რუსული სცენარის შესაძლებლობა, გადაიხადა გირაო და მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე. დღეს, 10 მაისს, საქალაქო სასამართლომ მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, შედეგად, ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს უნდა გათავისუფლდეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან

კომენტარები