სააფთიაქო ნარკომანია

საგამოძიებო: ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დავაკავეთ

NHS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს.  

უწყების ცნობით, აფთიაქებში უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები". - წერია განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს და 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები