ვაქცინაცია

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა გიორგიმ ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა.

დეკანოზის ვაქცინაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, NCDC-ის Facebook გვერდზე გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა მამა გიორგის "დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო".

"მაქვს პატივი, მამა გიორგისთან ბოლო 25 წელი სულიერი ახლობლობა მაკავშირებდეს. ის ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს, კარგად იცნობს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე მიღწევებს და მოსახლეობას ყოველთვის აძლევს პირად მაგალითს.

ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან მამა გიორგი გახლავთ დიდი ქართველი ექიმისა და ქირურგის ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილი, რომლის ლექციებზე, ტრადიციებსა და ვირტუალური ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა". - წერს გამყრელიძე.

 

 

კომენტარები