კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს. თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განცხადებას:

- ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
- ხითხურო;  ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

- კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
- სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
- მჭედელ-ზეინკალი;
- მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.


თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 22 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც უწყება კიდევ ერთხელ გამოეყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

წულუკიანმა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აპირებს კულტურის კოდექსის შექმნას. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში ჩაუდგება მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია.

კომენტარები