კორონავირუსი და შეზღუდვები

იმნაძე: ნუ მოგვერიდება, შენიშვნა მივცეთ, ვისაც თავშეყრის ადგილებში პირბადე არ უკეთია

საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ადამიანს პირბადე რომ არ უკეთია, შენიშვნა მივცეთ, ნუ შეგვრცხვება ამის. რადგან, ის ჩვენს ქვეყანას აზარალებს თავისი ქცევით. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტებს ვერ მიიღებს, რადგან დაზიანდება ქვეყანა. ამ შეგნებით უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ უნდა დავიცვათ ეს წესი, რომ ჯერ პირველი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ და მეორე ის, რომ ჩვენს ეკონომიკას გავუფრთხილდეთ

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები