აცრა აშშ-ში

აშშ-ში ზრდასრულების 56.4% Covid ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია

აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 56.4% Covid ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია. ამ დროისთვის, სრულიად აცრილი ზრდასრულების 40.8% არის.

აშშ-ს მოსახლეობის 44.5% (147.9 მილიონი) ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული, ხოლო 32% (106.1 მილიონი) სრულიად აცრილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 65 წლის ან უფრო ასაკოვანი ადამიანების 82.9%-ს ვაქცინის ერთი დოზით მაინც არიან აცრილი, ხოლო 69.8% ორივე დოზით უკვე აცრილია.

აშშ-ში სრულიად აცრილი ადამიანებიდან ყველაზე მეტმა, 53.9 მილიონმა Pfizer/BioNTech-ის ორ-დოზიანი ვაქცინა გაიკეთა, 43.7 მილიონმა Moderna-ს ორ-დოზიანი ვაქცინა, ხოლო 8.3 მილიონმა Johnson & Johnson-ის ერთ-დოზიანი ვაქცინა.

აშშ-ში 3 მაისს, დაახლოებით, 32 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი თვის წინ ეს რიცხვი 68 000 იყო.

კომენტარები