ნიკა მელია მიხვდა იმას, რომ ციხიდან გმირად ვერ გამოვიდოდა, შესაბამისად, მიხვდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოში არ შეიძლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოიწვიო. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ეს სავარაუდო თანხმობა გირაოსთან დაკავშირებით, ნიშნავს მის მიერ იმის აღიარებას, რომ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება გამოიწვიო სახელმწიფო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით
tbl.ge/5j98
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიაზე. ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




