პრესის თავისუფლება

ღარიბაშვილი: პრესის თავისუფლებით რეგიონში ლიდერები ვართ, განვითარებულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპატიო, ძალზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში

წერია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში

კომენტარები