კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: COVID-პასპორტებისთვის სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია, მომავალ კვირას წარვადგენთ

გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი გატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს COVID-პასპორტი. რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და, ასევე, შესაძლოა, მესამეც დაემატოს – გადატანილი აქვს თუ არა COVID-ი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90% უკვე დასრულებულია

უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს

კომენტარები