საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკოომიკის 2021 წლის პირველი კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, იანვარში რეალური მშპ 11.5%-ით, ხოლო თებერვალში 5.1%-ით შემცირდა, თუმცა მარტის თვის წინასწარი შეფასებით, ზრდამ 4% შეადგინა.
უწყების განმარტებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა: მშენებლობის, ხელოვნების, სამთომოპოვებითი მრეწველობის, გართობისა და დასვენების სექტორებში.
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2021 წლის მარტში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: ვაჭრობა, მრეწველობა, უძრავი ქონება, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კომუნიკაცია.