კომენდანტის საათი

ტიკარაძე: ტრანსპორტი ნამდვილად გადატვირთულია, ჩვენ გვინდა, მეტრო და ავტობუსები დაემატოს

ნამდვილად ვთვლით და ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტი არის გადატვირთული. ჩვენ პირველი დღეებიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაფიქსირდა, გვაქვს დაყენებული წინადადება, შრომითი ინსპექციის და ეპიდემიოლოგების მხრიდან არის მოწოდება, რომ ტრანსპორტში დაცული იყოს 50%-იანი დატვირთვა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს და დაემატოს როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ისე მეტროს შესაძლო რესურსი, რომ ეს დატვირთულობა აღარ იყოს, რაც ნამდვილად არის ინფექციის მაღალი გამავრცელებელი, თუმცა, ამ ეტაპისთვის კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ ზუსტად იმ ეფექტს და აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის კითხვას პასუხობს. დავით კაჭარავამ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, იმ პირობებში, როდესაც  მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, შესაძლებელია თუ არა კომენდანტის საათის გადაწევა ან გაუქმება. კაჭარავამ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქმნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების მაღალ რისკს ქმნის.

კომენტარები