კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის

ჩვენ მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი ლოკდაუნი, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მოგახსენებთ, რომ 15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შევძლოთ პროცესის ეფექტური წარმართვა

ეკატერინე ტიკარაძე პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები