"მოხარულები ვართ, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შეძლო, შეეთავაზებინა ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო, ხელი მოაწერა და უზრუნველყო პირველი ნაბიჯები კრიზისის დაძლევისა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახლავთ ბატონი ნიკა მელიას განთავისუფლება ციხიდან. სხვადასხვა მიზნებია მისაღწევი. პირველი ის, რაც შარლ მიშელმა შესთავაზა, არის გირაოს გადახდა ევროპული ფონდებიდან, მეორე, ამნისტიის შესახებ კანონი, [და მესამე], როგორც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობს იდეა, რომ ზოგიერთი ევროპული პარლამენტის წევრი შეიძლება, თავდებში დაუდგეს, პერსონალური გარანტიები გასცეს ქართული სამართლის სისტემისთვის, რომ ნიკა მელია არ გაექცევა მართლმსაჯულებას და ამ სისტემის გადაწყვეტილებას. თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ – ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ საქართველოს ბევრ მეგობარს, რომელსაც თავდებში დადგომის სურვილი ექნება.
tbl.ge/5irx
დაკოპირდა

ანდრიუს კუბილიუსმა კომენტარი TV ფორმულას ეთერში გააკეთა.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




