ვალუტის კურსი

სებ-ის მიერ $30 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი 0.6 თეთრით გამყარდა

CBW.ge

22 აპრილის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 3.4462 ლარია, 1 ევროსი კი – 4.1530.

შედეგად, 21 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, დოლარის მიმართ ლარი 0.6 თეთრით გამყარდა, ევროს მიმართ კი 0.9 თეთრით გაუფასურდა.

22 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა.

ეს ამ წლის მეშვიდე ინტერვენციაა. 

კომენტარები