ნიკა მელიას საქმე

კობახიძე: მელია სააკაშვილის მძევალია, ინტელექტუალური რესურსი არ ეყო

ზოგადად, ეს ასეა, რომ მელია არის სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი მათ შორის, იმისათვის, რომ მას არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზე, როდესაც მელიამ თავისი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა, მათ შორის, სუბიექტურად, მელიას ინტერესებში. სამწუხაროდ, მან იმოქმედა ისე, როგორც ეს აწყობდა არა სახელმწიფოს და ნიკანორ მელიას, არამედ, როგორც ეს აწყობდა მიხეილ სააკაშვილს. 

დღეს მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის აბსოლუტურად განულებული. უმარტივესი განცხადება გააკეთა სააკაშვილმა - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ და სახელმწიფომ მელია დაიჭირა. მას საკადრისი პასუხი საკუთარი უპატივცემულობისთვის სახელმწიფოს მიმართ უკვე გაეცა [...] ყველამ დაინახა ყველაფერი - მელია დღეს ნულია, როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილი აბსოლუტური ნულია, როგორც პოლიტიკოსი და მათ არც სიტყვას და არც ქმედებას არავითარი ფასი, ბუნებრივია, აღარ აქვს...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე იმედის ეთერში

კომენტარები