ჩადი

ჩადის პრეზიდენტი აჯანყებულებთან შეტაკებაში გარდაიცვალა

იდრის დები

ჩადის შეიარაღებული ძალების თქმით, პრეზიდენტი იდრის დები ფრონტის ხაზზე ვიზიტის დროს აჯანყებულებთან შეტაკებას ემსხვერპლა

იდრის დები ფრონტის ხაზს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებიდან მომდევნო დღეს ესტუმრა. მან საპრეზიდენტო არჩევნები ზედიზედ მეექვსე ვადით 80%-ით მოიგო. 

მთავრობა და პარლამენტი დაიშალა და ქვეყანას მომდევნო 18 თვის განმავლობაში სამხედრო საბჭო გაუძღვება. 

დები ხელისუფლებაში 1990 წელს სამხედრო გადატრიალებით მოვიდა.

დასავლეთის ქვეყნებისთვის იდრის დები ადგილობრივ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. 

საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 11 აპრილს აჯანყებული პოლიტიკურ-სამხედრო ორგანიზაცია FACT-ის (Front pour l’Alternance et la Concorde au Tchad) წევრები ჩადის სასაზღვრო პუნქტს დაესხნენ თავს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მათი აგრესიული ქმედებები გაიზარდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დედაქალაქისკენ დაიძრნენ. დედაქალაქისკენ 2 დანაყოფი მიდიოდა. ჩადის არმიამ ერთი გაანადგურა. მეორე დანაყოფთან ბრძოლა 20 აპრილსაც გაგრძელდა. ბრძოლის ამ ფრონტს ეწვია იდრის დები, სადაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და გარდაიცვალა. 

 

კომენტარები