NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პრინცი ფილიპი

პრინცი ფილიპის დაკრძალვამდე დედოფალი მათ საერთო ფოტოს ავრცელებს [გალერეა]

შაბათი, 17 აპრილი, 2021 - 15:42
tbl.ge/5ihh
დაკოპირდა

პრინცი ფილიპის დაკრძალვამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის Twitter-ის გვერდი დედოფალის და პრინცი ფილიპის საერთო ფოტოს ავრცელებს.

"დედოფალს სურს, ედინბურგის ჰერცოგთან ერთად გადაღებული ეს პირადი ფოტო გააზიაროს". - წერია სამეფო ოჯახის გვერდზე 2003 წელს შოტლანდიაში გადაღებული ფოტოს შესახებ. 

The Queen wishes to share this private photograph taken with The Duke of Edinburgh at the top of the Coyles of Muick, Scotland in 2003.

📷Photograph by The Countess of Wessex. pic.twitter.com/CE030Ux0UB

— The Royal Family (@RoyalFamily) April 16, 2021

სამეფო ოჯახის Twitter-ის გვერდი პრინცი ფილიპის სხვა ფოტოებსაც ავრცელებს.

დედოფალი ელიზაბეთი და პრინცი ფილიპი შვიდ შვილთაშვილთან ერთად. 2018 წელი. 
პრინცი უილიამი, დედოფალი ელიზაბეთი, პრინცი ფილიპი, კემბრიჯის ჰერცოგინია კეთრინი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტი. 2015 წელი.
პრინცი ფილიპი და პრინცი ჩარლზი. 1966 წელი.
დედოფალი და პრინცი ფილიპი.
პრინცი ფილიპი და დედოფალი.
პრინცი ფილიპი დედოფლის წინაშე ფიცს დებს. ელიზაბეთ II-ის კორონაცია. 1953 წელი.
დედოფალი და პრინცი ფილიპი.
დედოფალი და პრინცი ფილიპი.
პრინცი ფილიპი და დედოფალი.

პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალი 17 აპრილს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში ლონდონის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის დროით 15:00 საათზე პრინცი ფილიპის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.  

კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, სამლოცველოში 30 პირის ყოფნაა დაშვებული. 

ცერემონიალს არ დაესწრება ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, იმისათვის, რომ  კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე სამეფო ოჯახიდან რაც შეიძლება მეტი წევრი დაესწროს დაკრძალვის ცერემონიალს. 

ბრიტანული ტელევიზიები დაკრძლავის ცერემონიალს გააშუქებენ. დაკრძალვის ცერემონიალის პირდაპირ ერთერში შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა.

ფილიპი საბერძნეთისა და დანიის სამეფო ოჯახების წარმომადგენელია. განათლება საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ფლოტში. 1947 წლის 20 ნოემბერს იქორწინა ელისაბედ უინძორზე, რომელიც 5 წელიწადში გაერთიანებული სამეფოს მონარქი გახდა. 

  • პრინცი ფილიპის ცხოვრება ფოტოებში

დედოფალი ელისაბეთიპრინცი ფილიპიბრიტანეთიგაერთაინებული სამეფობრიტანეთის სამეფო ოჯახი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕