NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

® აჭარაბეთის მხარდაჭერით ინტეგრირებული ბოულინგის ჩემპიონატი გაიმართა

ხუთშაბათი, 15 აპრილი, 2021 - 17:07
tbl.ge/5iec
დაკოპირდა

 აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივის და პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის  თემო სახოკიას სახელობის ინტეგრირებული ბოულინგის ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე  2021.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ ტიტულოვანი პარასპორტსმენები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი. თემური ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონია მკლავჭიდში. ასევე, პარამოთხილამურე და გინესის 2-გზის რეკორდსმენი. ნინო წოლჭიმში  ორგზის მსოფლიო ვიცეჩემპიონი და მკლავჭიდში სამგზის მსოფლიო პრიზიორი და ვიცეჩემპიონი გახლავთ.

"პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა"- ს ფარგლებში წელს პირველად გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის  თემო სახოკიას სახელობის ჩემპიონატი და დამკვიდრდა მისი  სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ამიერიდან 1 წლით გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. სიმბოლურია, მაგრამ ნიშანდობლივი, რომ სწორედ თემოს ვაჟმა ლუკა სახოკიამ აჩვენა საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურ მაჩვენებელში. ჩვენი ორგანიზაციისა და მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანია მივცეთ მონაწილეებს მეტი სტიმული იყვნენ აქტიურები და სხვებსაც მისცენ ამის მაგალითი.

ჩვენი მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ-შემოქმედებითი და სოციალურ პროექტებში ჩართულობის გზით.“ -განაცხადა ახალგაზრდული მედიაკავშირისა და პროექტის დირექტორმა ხათუნა გავაშელმა.

ჩემპიონატის აუცილებელი პირობა იყო, რომ თამაშის დროს ყველა მონაწილეს ეტლით უნდა ესარგებლა. ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამოვლინდა როგორც ჩემპიონი გუნდი, ასევე საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე. გამარჯვებულებს 1 წლით გარდამავალი  თასი, ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და ღონისძიების მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

 

რეკლამა

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:05თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო (რ)
  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 12:41ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა - ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს (რ)
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 16:47GM PHAMRA-მ გერმანულ კომპანია - Actrevo GmbH-ს უმასპინძლა (რ)
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 16:20BOG-ის მხარდაჭერით, ვორკშოპი "SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე" გაიმართა (რ)
  • ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 15:09PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 20:56

4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 19:24

Reuters: ტრამპი G7-ის სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან ერთად სამუშაო სესიას დაესწრება

მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 18:16

მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი

ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების მოპარვისთვის 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 16:57

ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების მოპარვისთვის 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს

4-9 ივლისს ირანში მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 15:49

4-9 ივლისს ირანში მოკლული აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში