ვაქცინაცია

იმნაძე ჩინურ ვაქცინაზე: ვიღაცას ბუმბულები აქვს და სხვანაირი უნდა, მაგრამ არსებობს რეალობა

ვერ იშოვი ვაქცინას, მსოფლიოში არ არის ვაქცინა, იმიტომ, რომ მდიდარ ქვეყნებს ჯერ თავისთვის უნდათ ვაქცინა.... ჩვენ კი არა, ევროპა ვერ ყიდულობს ვაქცინას, ევროპაშია პრობლემები...

...რაც მსოფლიო ბაზარზე შესაძლებელია, ყველასთან გვაქვს ურთიერთობა, რომ რამენაირად მოვახერხოთ ვაქცინების შემოტანა. მე მესმის, ვიღაცას ბუმბულები აქვს და სხვანაირი ვაქცინა უნდა, ვიღაცას სხვანაირი, მაგრამ არსებობს რეალობა, აგერ ევროპაში, ბრიტანეთის შემდგომ ყველაზე დიდი მოცვა, ევროკავშირზე მაღალი მოცვა აქვს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის სერბეთი, იმიტომ, რომ ფაიზერიც ჰქონდა, ასტრაზენეკაც ჰქონდა, მაგრამ დამატებით იყიდა დიდი რაოდენობით ჩინური ვაქცინა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები