ხვიჩა კვარაცხელია

Transfermarket-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 15 მლნ ევრომდე გაიზარდა

Transfermarket-მა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ფეხბურთელის, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ფასი 15 მლნ ევრომდე გაზარდა. Transfermarket-ზე კვარაცხელიას ფასი ბოლოს 10 მლნ ევრო იყო.

წყარო: Transfermarket

5 მლნ ევროთი გაძვირების შემდეგ, კვარაცხელია მსოფლიოში 569-ე ფეხბურთელია სიძვირით, რუსეთის პრემიერლიგაში კი მეხუთე ადგილზეა. 

ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისი ფასი, როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე ყაზანის რუბინის შემადგენლობაში, ყველაზე მაღალია.

 

კომენტარები