ვაქცინაცია

გაბუნია: ვაქცინა რომ გავფანტოთ და ყველა მსურველისკენ მივმართოთ, ნაკლებად ეფექტიანი იქნება

ვაქცინაციის გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, გახლავთ რისკებზე ორიენტირებული ანუ რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად გავყვეთ ამ ეტაპობრიობას, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ იმ ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს და მივმართოთ არა მიზნობრივი რისკჯგუფებისკენ, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, რა თქმა უნდა, შედეგი ამასაც ექნება, მაგრამ შედეგი იქნება ნაკლებად ეფექტიანი, ამდენად, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მოცვა, როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან, ასევე ხანდაზმულებში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები