კორონავირუსი და შეზღუდვები

რა მასშტაბის იქნება გამოცხადებული უქმეები, 7-10 დღიანი დაკვირვების შემდეგ გახდება ცნობილი

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია აპრილის ეპიდსიტუაციის განვითარებაზე". - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას, 4-11 მაისს გამოცხადებული უქმეები რომელ სფეროებს შეეხება.

"დღესაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს საკითხი გადაიდო, კიდევ უნდა დავაკვირდეთ 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე იქნება გადაწყვეტილება. უქმეები დაანონსებულია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება, რა ფორმატის, ამაზე ჩამოყალიბდება საკოორდინაციო საბჭო და ეცნობება მოსახლეობას". - თქვა გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. იქამდე, სააღდგომო ოთხდღიანი დასვენებაა.

კომენტარები