თეა წულუკიანი

წულუკიანი: როცა კულტურის სამინისტროზე საუბარი დაიწყო, სურვილი გამოვთქვი, რომ შრომა ჩამედო

ალბათ უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ მაშინ, როცა საუბარი იყო, კულტურის სამინისტრო უნდა ჩამოყალიბებულიყო და არა, ვთქვათ, კულტურა, სპორტი და ახლაგაზრდობა, მე გამოვთქვი სურვილი, რომ თუკი კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე იყო საუბარი და უნდა შექმნილიყო ასეთი სტრუქტურა, მე დამაინტერესებდა ამ სფეროში, ასე ვთქვათ, ძალისხმევა და შრომა ჩამედო. თუმცა, პარტიულ კონსულტაციებში, არ დავმალავ და იდეები ჩემთან დაკავშირებით იყო სხვა. როდესაც ასეთი იდეა მე წამოვაყენე, ზოგი გაკვირვებით, ზოგი ინტერესით და, საბოლოო ჯამში, თანხმობით შეხვდა. მეუბნებოდნენ, რომ რა გინდა იქ, ეს ხომ რთული ხალხია, შეგჭამენ, ნერვებს მოგიშლიან და არასდროს არაფრით იქნებიან კმაყოფილნი. მაგრამ მე ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ და ვამბობ, რომ, თუ ქართული კულტურის წარმომადგენელი არ იქნა ამბიციური, შეიძლება ეს ეთნოცენტრული განცხადებაა, მაგრამ, თუ არ იქნა ამბიციური, პრეტენზიული, არ ეგონა რომ ყველაზე დიდი კულტურის წარმომადგენელი, ყველაზე ძველი ერის წარმომადგენელი, მაშინ ვინ უნდა იყოს? 

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში. 

კომენტარები