მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, პატრიარქს რომ ებრძვიან?! – უკომპრომისოები ვიქნებით

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, იმიტომ, რომ მაგალითი უნდა ვიყოთ ყველასთვის ამ მძიმე მდგომარეობაში, ცუდი რაც ჩავიდინეთ ვაღიაროთ. ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს. 

ახლა მარხვაა და ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან სულელებივით ერთი და იმავე რაღაცას იძახიან, იძახიან, იძახიან... ნეტავ, თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ შეიძლება, ერთმანეთი დააჯერეს. საეკლესიო კანონებიც არის და მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ ხოლმე... ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს და აირჩიონ სად დგანან - ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე, რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. 

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას. 

კომენტარები