კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 707 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 24 823 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 823  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე - 12.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების 7 190 აქტიური შემთხვევაა. 380 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი.

11 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 288 396 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები