საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.
"ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა" – წერს ზურაბიშვილი
გუშინ, 7 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ასევე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა. უწყება მიზეზად რისკების თავიდან აცილებას ასახელებს.





