ნიკა მელიას საქმე

მელია: ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას

ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან სამწუხაროდ ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამო რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დასხდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ.

გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რეგიონი.

ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, მათ რუსთავის ციხიდან წერილობით უპასუხა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

კომენტარები