იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჯანეზაშვილი: მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოქმედმა მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და იქ დარჩა. ჯანეზაშვილი წერს, რომ სვიანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აშშ-დან გამოუგზავნა. 

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.

იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში". – წერს ჯანეზაშვილი.

 ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. 

კომენტარები