ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ბოჭორიშვილი: ჩვენი უბედურება ერთი პოზნერის ვიზიტში არ არის, ბევრ პოზნერებშია

ჩვენი პრობლემა და ჩვენი უბედურება ერთი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტში არ არის მხოლოდ, ბევრ პოზნერშია, ზოგადად.  

ბევრს მიაჩნია რუსეთში და არა მარტო რუსეთში ასე [რომ აფხაზეთი საქართველო არ არის], სამწუხაროდ. საქართველოს ხელისუფლების არაქმედითი ნაბიჯების ბრალი არ არის, ცოტა დიდი თემაა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი ფორმულასთან ინტერვიუში პოზნერის ვიზიტზე საუბრისას.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი ქვეყანაში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები