ვაქცინაცია

ტიკარაძე: მოსახლეობაში ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს – ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული

მნიშვნელოვანია, რომ ჩინურ ვაქცინას აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას, ის ელოდება აკრედიტაციას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია WHO-სთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქმედება ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში და მოსახლეობასაც მივაწვდით დამატებით ინფორმაციას. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია, ვინაიდან, ის ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული, აქედან გამომდინარე, ესეც გასათვალისწინებელია.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მიმდინარე კვირის ბოლოს ჩინეთიდან გამოიგზავნება Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა, რომელიც ქვეყანაში მომავალ კვირაში შემოვა.

კომენტარები